Tuesday, July 18, 2017

მეცხრე დღე

    მეცხრე დღე დავიწყეთ ბლოგზე მუშაობით, მისი სტრუქტურის და დიზაინის დამუშავებით, ჩვენთვის სასურველი პარამეტრების ჩასმით. გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის საქაღალდე ბლოგზე. მეტად საინტერესო სამუშაო გამოვიდა. ასევე გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია, საინტერესო საკითხები აქვთ ყველას განხილული.
        ცხრა დღიანი ინტელის  ტრენინგით ერთ მთლიანობაში ნაბიჯ- ნაბიჯ შევისწავლეთ კეთებით პროექტის შექმნა, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებთ ჩვენს მომავალ საქმიანობაში. ეს ტრენინგი ჩემთვის ძალიან ბევრის მომცემი იყო: შევიძინე ახალი ცოდნა, ზოგიერთი საკითხი  უფრო მეტად დავხვეწე, რისთვისაც უდიდეს მადლობას მოვუხდი ტრენერს,  ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილს.

Sunday, July 16, 2017

მერვე დღე

       დღე დავიწყეთ პროექტის გეგმაზე მუშაობით, კიდევ ერთხელ გავიარეთ პროექტის გეგმის შაბლონის ყველა საკითხი, შევიმუშავეთ და დავასრულეთ პროექტის გეგმის შაბლონი.
        ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე. მის აქტუალობაზე. დიფერენცირებული სწავლების დადებით ღირებულებებზე.

Saturday, July 15, 2017

მეშვიდე დღე

დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის მასალის მოკლე მიმოხილვით. გავწერეტ პროექტის აქტივობები. ამ აქტივობებში ჩემთვის ბევრი საინტერესო თემა იყო.
განსაკუთრებით საინტერესო იყო საპროექტო იდეაზე ფოკუსირება, სამოქმედო გეგმის სწორი კუთხით დანახვა და შემუშავება, ჯგუფების განაწილების პრინციპი. როგორ უნდა მოვახდინო ჯგუფების შუალედური კონსულტირება და საბოლოო ჯამში პრეზენტაციის წარმოდგენის ფორმის აღწერა.
ინტელის მეთოდით სასწავლო პროექტების შექმნას აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პროფესიულ კარიერაში.

Sunday, July 9, 2017

მეექვსე დღე

    დღეს ვიმუშავეთ შინაარსობრივ კრიტერიუმებზე. გავწერეთ შინაარსობრივი კრიტერიუმები მომავალი სავარაუდო ნაშრომისათვის. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი ჩვენს მიერ არჩეულ პროექტის თემაზე. ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე, მის დაცვაზე.

Saturday, July 8, 2017

მეხუთე დღე

        დღე დავიწყეთ წინა ტრენინგ დღეზე განვლილი საკითხების გახსენებით. გავეცანით დღევანდელი დღის ტრენინგის მიზნებს, თუ რას განვიხილავთ დღეს. დღევანდელი ტრენინგის თემაა: შეფასების სტრატეგიები.
    განვიხილეთ შეფასების სტრატეგიების ხუთი თემა ქვესტრატეგია და თითოეული სტრატეგიის შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.
     შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის მეთოდები და ინსტრუმენტები, ჩავწერეთ შეფასების დროის ჩარჩოში.
       დავათვალიერეთ რამოდენიმე შეფასების  ფორმა. მივიღეთ საშინაო დავალება. 

Sunday, July 2, 2017

მეოთხე დღე

        დღე დავიწყეთ წინა ტრენინგ დღის გახსენებით, გავეცანით დღევანდელი დღის მიზნებს: სტანდარტები და ინდიკატორები. საიტიდან ncp.ge მოვიძიეთ პროექტის და საგნის შესაბამისი კრიტერიუმები და ინდიკატორები. ინდიკატორებიდან გამომდინარე დავწერეთ სასწავლო მიზნები.
        განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. მოვიფიქრეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ჩავწერეთ ჩვენს პროექტის გეგმაში და მოვახდინეთ ფაილის გაზიარება ტრენერთან შემდგომი კომენტარებისათვის.

Saturday, July 1, 2017

მესამე დღე

         გავიხსენეთ წიდა ტრენინგ დღეზე ნასწავლი მასალა. გავეცანით მოცემული დღის  მიზნებს და გეგმებს. წინა დღეს მოცემული საშინაო დავალება შევასრულეთ ელექტრონულ ფორმატში, შევქმენით პუბლიკაცია, ვისაუბრეთ სტანდარტებსა და ინდიკატორებზე, მის მნიშვნელობაზე პროექტში, ასევე მიზნებზე და განვიხილეთ ინტელის ძირითადი კურსის ელექტრონული წიგნის მოდული 2; აქტივობა 1.
      ავტვირთე ჩვენს მიერ შექმნილი პუბლიკაცია  ჩემს  ელექტრონულ ღრუბელში, შესაბამის საქაღალდეში.
         მივიღეთ საშინაო დავალებაზე ინსტრუქცია და საშინაო დავალება; სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა პროექტის თემიდან გამომდინარე.