Sunday, June 25, 2017

მეორე დღე

        დღე დავიწყეთ  პირველი დღის მასალის გახსენებით. შემდეგ განვიხილეთ პროექტის ინტელის ძირითადი კურსის მონაწილე მსმენელების იდეები, რომლებიც ჩამოვაყალიბეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში მოცემული ხუთი კითხვის მიხედვით. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და ჯგუფის წევრებისაგან. გავიხსენეთ ელექტრონული ღრუბლები, მასზე მუშაობის პრინციპი, ღრუბლებში შევქმენით პროექტის პორტფოლიო, სადაც ავტვირთეთ სასწავლო პროექტის გეგმა შაბლონი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. 
       გავეცანით პუბლიკაციებს, ვისაუბრეთ მათ დანიშნულებაზე, ვნახეთ სტატიის შექმნის ჩეკლისტი. ვიხილეთ ნიმუში. ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.

Saturday, June 24, 2017

პირველი დღე

     დღე დაიწყო ტრენინგ კურსის მსმენელების გაცნობით, გავეცანით კურსის მიზნებს, ამოცანებს და მსვლელობას. მოვაგვარეთ საორგანიზაციო საკითხები. გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის სახელმძღვანელოს, მის სტრუქტურას, ვისწავლეთ სახელმძღვანელოში ნავიგაციის პანელის მართვა. ვნახეთ სასწავლო გეგმის სხვადასხვა ტიპის ს შაბლონი, დავათვალიერეთ მზა პროექტები, ასევე ვნახეთ ტრენერის  ქალბატონ ხათუნა ციხელაშვილის პროექტი. გავეცანით 21-ე უსაუკუნის უნარ -ჩვევების თემასაც, შევქმენით ბლოგი. დავწერეთ შესაბამისად დღევანდელი დღის რეფლექსია.