დღე დავიწყეთ პირველი დღის მასალის გახსენებით. შემდეგ განვიხილეთ პროექტის ინტელის ძირითადი კურსის მონაწილე მსმენელების იდეები, რომლებიც ჩამოვაყალიბეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოში მოცემული ხუთი კითხვის მიხედვით. მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისა და ჯგუფის წევრებისაგან. გავიხსენეთ ელექტრონული ღრუბლები, მასზე მუშაობის პრინციპი, ღრუბლებში შევქმენით პროექტის პორტფოლიო, სადაც ავტვირთეთ სასწავლო პროექტის გეგმა შაბლონი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
გავეცანით პუბლიკაციებს, ვისაუბრეთ მათ დანიშნულებაზე, ვნახეთ სტატიის შექმნის ჩეკლისტი. ვიხილეთ ნიმუში. ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებაზე საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა.
No comments:
Post a Comment